ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი, დადგება ახალი ინიციატივა

ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი, დადგება ახალი ინიციატივა

მუდმივად არის საუბარი, რომ “ქართული ოცნება” არ მიდის კომპრომისზე, თუმცა ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი. დადგება ახალი ინიციატივა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ბონუსების სისტემა და საარჩევნო ბლოკები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია.

"ეს ორი საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. კომპრომისი უნდა იყოს ისეთი, რომელიც, ერთი მხრივ, არ დააზიანებს ქვეყნის ინტერესს და, მეორე მხრივ, დაფუძნებული იქნება გულწრფელ ნაბიჯზე, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს საზოგადოებას. გვექნება კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას",- განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციასთან კონსენსუსს, მდინარაძის თქმით, კონსენსუსი თავად ოპოზიციის მიზანი არ არის.

"ოპოზიცია ერთ მარტივ კითხვაზეც არ გვცემს პასუხს, თუ რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მათი მიზანი არ არის კონსენსუსი და შესაბამისად, კონსენსუსი ვერ მიიღწევა",- აღნიშნა მდინარაძემ.