სოფიო ქაცარავას მოწვევით, თბილისს, სერბეთის პარლამენტის დელეგაცია ეწვევა

სოფიო ქაცარავას მოწვევით, თბილისს, სერბეთის პარლამენტის დელეგაცია ეწვევა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ოფიციალური მოწვევით დღეს, თბილისს, სერბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,  კომიტეტის წევრები და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და ეწვევა.

ვიზიტისას, სერბეთის პარლამენტის დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს  გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო ქაცარავასთან, სერბეთის პარლამეტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, გედევან ფოფხაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვახტანგ მახარობლიშვილთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან.

შეხვედრებისას ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების, საპარლამენტო დიპლომატიის, კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ევროინტეგრაციის გზაზე სერბეთის გამოცდილების გაზიარების საკითხებს განიხილავენ. მხარეები ასევე, მიმოიხილავენ საქართველოში მიმდინარე  რეფორმებს, პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.