კალაძე მზად იყო ,,გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ნდობის ჯგუფში ესაუბრა, არადა პარლამენტში ნდობის ჯგუფი არ არსებობს

კალაძე მზად იყო ,,გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ნდობის ჯგუფში ესაუბრა, არადა პარლამენტში ნდობის ჯგუფი არ არსებობს

,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, ,,გაზპრომთან’’ დადებული ხელშეკრულების საკითხის განხილვა ნდობის ჯგუფში არ შეიძლება.

როგორც გოცირიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოში ნდობის ჯგუფი არ არსებობს. ,,ნაციონალური მოძრაობა“ კი საკითხის განხილვას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ფორმატში ითხოვს.

,,გუშინ უმრავალესობამ პარლამენტში გაკეთა განცხადება, თითქოსდა კალაძე მზად იყო ნდობის ჯგუფში მოსულიყო და იქ მოეთხრო ,,გაზპრომთან“ გაფორმებული შავ-ბნელი ხელშეკრულების შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტში ნდობის ჯგუფი არ არსებობს. ის არ შექმნილა. პარლამენტს ნდობის ჯგუფი არ დაუმტკიცებია იმის გამო, რომ ჩვენი კანდიდატურა, სალომე სამადაშვილი ფაქტობრივად იქნა დაბლოკილი და ვერ მოაბეს თავი ნდობის ჯგუფის შექმნას. ნდობის ჯგუფი იხილავს თავდაცვის საკითხებს და მისი უფლებამოსილება არ არის განიხილოს კომერციული კონტრაქტის საკითხები. ეს არის აბსოლიტურად სხვა ფორმატში განსახილველი. სწორედ ამიტომ მოვითხოვდით ჩვენ პარლამენტში საგამოძიებო კომისისი შექმნას, ვინადიან გვგონია, რომ დაშვებული იქნა სერიოზული შეცდომა. ,,გაზპრომთან“ გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ვნებს ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს. ამავე დროს აქ ჩანს კერძო ინტერესები, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას, რათა დადასტურდეს, არის თუ არა ხელისუფლებაში მყოფი ჯგუფების პირადი ინტერესები ,,გაზპრომთან“ დადებულ ამ ანტისახელმწიფოებრივ ხელშეკრულებაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.