საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა საქართველოში ჩამოასვენეს. 21-22 სექტემბერს მის საცხოვრებელ სახლში პანაშვიდები გაიმართება. ზურაბ სოტკილავას ოპერისა და ბალეტის თეატრში 23 სექტემბერს გადაასვენებენ, სადაც უკვე სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდება.
საოპერო მომღერალს 23 სექტემბერს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.