მაიკ პენსმა 21-ე საუკუნის ძირითადი საფრთხეები დაასახელა

მაიკ პენსმა 21-ე საუკუნის ძირითადი საფრთხეები დაასახელა

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა 21-ე საუკუნის ძირითადი საფრთხეები დაასახელა - რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ისლამისტი ტერორისტები. ეს განცხადება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ჩვენ კვლავ შევეჯახეთ მათ, ვინც გვემუქრება ქაოსითა და ტერორით, ვინც ეწინააღმდეგება სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას... აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთი კვლავინდებურად ხელყოფს მეზობლის სუვერენიტეტს. ცდილობს ძალით გადახატოს საზღვრები. რადიკალური ისლამური ტერორიზმი კვლავაც ახორციელებს ბარბაროსულ ქმედებებს ბარსელონაში, პარიზში, ლონდონსა და ახლო აღმოსავლეთში. ტერორიზმის მთავარი სპონსორი რეგიონის დესტაბილიზაციას ეწევა და თავხედურად ემუქრება სუვერენული სახელმწიფოების უსაფრთხოებას და როგორც ჩვენ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, ჩრდილოეთ კორეის შეშლილი რეჟიმი თავისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამების რეალიზაციას ახდენს და ახლა მთელ მსოფლიოს ემუქრება ადამიანების სიკვდილით. აშშ მადლობელია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო ორი რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შესახებ“, - განაცხადა მაიკ პენსმა.