მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ადგილობრივ ფერმერულ მეურნეობას განვითარებაში

მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ადგილობრივ ფერმერულ მეურნეობას განვითარებაში

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშილმა მორიგი შეხვედრები სოფელ არაშენდის, დარჩეთის, ნანიანისა და ჯიმითის მოსახლეობასთან გამართა, სოფელ ძირკოკში კი გზის რეაბილიტაციის პროცესი მოინახულა.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებისგან მათი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინა.

შეხვედრებზე, რომლებმაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, გურჯაანელებმა ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფო პროგრამებსა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. შეხვედრების ბოლოს არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ვაჩნაძიანში კარდაკარის პრინციპით რამდენიმე ოჯახს ესტუმრა.

„ჩემი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივებს, ფერმერული მეურნეობის განვითარებაში. ფერმერებში უნდა მოვახდინოთ ახალი ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, რაც მათ მუშაობას გაუმარტივებს. ამას პირადი გამოცდილებით ვამბობ. ინოვაციური ტექნოლოგიები ყოველთვის მაინტერესებდა და პირადად ვცადე, მაგალითად,  ჰიდროპონიკას წარმოება. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ სახელმწიფო პროექტების შესახებ, რომლებიც წარმატებით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში,“ - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.