ცესკომ არასამთავრობოს მიმართვა დააკმაყოფილა

ცესკომ არასამთავრობოს მიმართვა დააკმაყოფილა

გუშინ,19 სექტემბრეს ცესკომ სხდომაზე განიხილა ICDI-ის მიერ წარდგენილი წინადადება, რომელიც პარტიული სიის კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე ჩამოცდენისა და რეგისტრაციის მოხსნის კონკრეტული გარემოებების განსაზღვრის საკითხს ეხებოდა.

"ცესკომ გაითვალისწინა ICDI-ის წინადადება და მიიღო დადგენილება, რომლითაც განსაზღვრა ის გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაში პარტიული სიის კანონით დადგენილი მინიმუმის ჩამოცდენისას პარტიული სიის რეგისტრაცია გაუქმდება" - განაცხადა მერი კაპანაძემ

საარჩევნო კოდექსის მოქმედირეგულაციების თანახმად, პარტიული სიების რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს კვლავ წარმოადგენს ის გარემოება, როდესაც პარტიული სია ჩამოსცდება კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობას, თუმცა კოდექსი კვლავ არ განსაზღვრავს, იმ კონკრეტულ და წინასწარ განჭვრეტად გარემოებებს, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც იქნებოდა შესაძლებელი სიის გაუქმება, ამ სიის კანონით დადგენილი ოდენობების ჩამოცდენისას.