საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, გიგაური საზოგადოების მოტყუებას მანიპულაციით ცდილობს.
ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ დეპუტატებისადეპუტატო საქმიანობის პარალელურად სამეწარმეო საქმიანობას არ უნდა ეწეოდნენ.
"ეთიკურ კაპიტან გიგაურს ლანძღვა-გინებაზე გადმოსვლის ნაცვლად ურჩევნია ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე გასცეს პასუხი ან აღიაროს რომ მანიპულაციებით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას: რომელი დეპუტატი ეწევა დღეს, სადეპუტატო საქმიანობის პარალელურად სამეწარმეო საქმიანობას?! თუ ამაზე პასუხი არ აქვს, კეთილი ინებოს და უფრო კვალიფიციურად, სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი და როდესაც იძულებული იქნება სიმართლე თქვას, თავის მეგობარ ნიკა გვარამიასთან ერთად უთხრას საზოგადოებას, რომ თქვეს ტყუილი და მაშინ დეპუტატებიც ობიექტურად მიიღებენ მოცემულობას, რომ ისინი 10, 15 და 20 წლის წინანდელ, შეჩერებულ ფირმებში ფიქსირდებიან", - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.
"წარმოიდგინეთ რას ეუბნებიან ისინი საზოგადოებას, - რომ კობა ნაყოფიას შეხება არ აქვს ბიზნესთან და მამუკა მდინარაძე დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას?! ეს იმის ბრალია, რომ ეს ვითომ დამოუკიდებელი ხალხი ბოლო დროს გადასულია სამზარეულოს დონის ჭორაობაზე და ამით შეურაცხყოფენ საზოგადოებას. მე მინახავს მისი მხრიდან როგორც ტყუილის ტირაჟირება ასევე არაკომპეტენტურობა და მან ეს იცის. ეთიკურ არასამთავრობოს ევალება საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება და ეკრძალებათ ეპიზოდური, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, დამახინჯებული ინფორმაციის გახმოვანება. ეს წესით მან უნდა იცოდეს და თუ არ იცის ესეც არ გამიკვირდება", - აღნიშნა ზარდიაშვილმა.