დეპუტატი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ამ ფორმით მიღება, რასაც მმართველი გუნდი აპირებს, ,,ქართული ოცნების“ კრახის დასაწყისი იქნება.
როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს კონსტიტუცია არ იქნას მიღებული.
„ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს შეასრულოს ივანიშვილის დავალება და არ გაითვალისწინოს სხვა არავის აზრი, იქნება ეს: ვენეციის კომისია, ოპოზიცია, პრეზიდენტი, სამოქალაქო სექტორი თუ ამომრჩეველი. ეს მათ ძალიან საშიშ შედეგამდე მიიყვანს. ეს იქნება მათი პოლიტიკური კრახის დასაწყისი. ამაში დარწმუნებული ვარ. აქ მნიშვნელოვანია არა ,,ქართული ოცნება“, არამედ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი ფორმით ეს კონსტიტუცია არ იქნას მიღებული“, - განცხადა თინა ბოკუჩავამ.