ზოგიერთ პარტიას კონსენსუსი ჰგონია, რომ მათი ულტიმატუმი უნდა შესრულდეს უმრავლესობის მიერ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი გარკვეულ პლატფორმას ქმნის „პარტიების რაღაც ჯგუფიდან“ და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სხვა პარტიებს უპირისპირდება .
„არსებობს გარკვეული რეგლამენტი, რომელიც ითვალისწინებს მოტივირებული შენიშვნების გაკეთებას. თუ ის კონსტიტუცია არ იქნება მისაღები, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება მესამე მოსმენით მიღებული, რეგლამენტის მიხედვით, არის გათვალისწინებული ამ მოტივირებული შენიშვნების სიღრმისეული განხილვა და მოტივირებული პასუხის გაცემაც. პოლიტიკური ცხოვრების პარალელური რეჟიმის შექმნა, ეს უფრო პოლიტიკურ თემას ჰგავს, მითუმეტეს, რომ პრეზიდენტი გარკვეულ პლატფორმას ქმნის პარტიების რაღაც ჯგუფიდან და უპირისპირდება პარტიების მეორე ჯგუფს, მაშინ როდესაც კონსენსუსისთვის უამრავი რაღაცის გაკეთება შეიძლება.
ეს არის რეალური სიტუაცია. დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს. უფრო მართებული იქნება გავყვეთ რეგლამენტს. პოზიციები რადიკალურად დაპირისპირებულია, მაგრამ ქვეყნის ინტერესებისათვის ეს პროექტი არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი.
არის პოლიტიკური პარტიების ჯგუფი, რომელსაც აჰყვა სხვა მცირე პარტიებიც, რომელიც ამ კონსენსუსისკენ არ ისწრაფვის. ზოგიერთ პარტიას კონსენსუსი ჰგონია, რომ მათი ულტიმატუმი უნდა შესრულდეს უმრავლესობის მიერ,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.