“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გურჯაანში, არჩილ ხანდამაშვილი ჩალაუბნია, მელაანის, კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის მოსახლეობას შეხვდა, ქ.გურჯაანის სპორტკომპლექსის თანამშრომლებს გაესაუბრა და რამდენიმე რთველშიც მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრაზე მოსახლეობამ ყურადღება ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა.
არჩილ ხანდამაშვილი მოსახლეობას არსებული საკითხების ერთობლივად გადაჭრასა და მოგვარებას დაპირდა.
„ ჩემი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვარო ინფრასტრუქტურული საკითხები, ისეთები როგორიცაა წყალი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და გზები. მე გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებ და თქვენთან ერთად შევუდგები თითოეულ პრობლემის მოგვარებას,“- განაცხადა მერობის კანდიდატმა.