გომბორის ქედზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში საგარეჯოსა და თელავის სახანძრო სამაშველო ბრიგადები და ორი სპეცმანქანა იყო ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია 2 ჰექტრამდე ფართობი. ადგილზე 20-მდე მეხანძე-მაშველი პრევენციის მიზნით ღამის განმავლობაში მონიტორინგს ატარებდა.
ხანძარი გუშინ საღამოს ტყის მასივთან ახლოს ხმელ ბალახს და ბუჩქნარს გაუჩნდა. ხანძარი ტყის მასივზე არ გადასულა, თუმცა რამდენიმე ხმელ ხეს ცეცხლი მაინც მოედო.