პარლამენტთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების შიმშილობის აქციაზე ბეჟან გუშინ გუნავა დააკავეს. მანამდე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები პარლამენტის შენობასთან ბანერების განთავსებას ცდილობდნენ, თუმცა ამის უფლება პოლიციამ არ მისცა, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
მომხდარი ინციდენტის დროს საპატრულო პოლციამ ბეჟან გუნავა დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ბეჟან გუნავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.