საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის - ბირთვული იარაღის გამოყენებასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე - მიგრაციასა და კლიმატის ცვლილებებზე.
გაერო-ს საქმიანობის მნიშვნელობასა და აშშ-ის შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა პარტნიორებს აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკა ყოველთვის იქნება მსოფლიოს გვერდით, განსაკუთრებით თავისი მოკავშირეების გვერდით.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 62-ე სესიის გენერალური დებატები 25 სექტემბრამდე გაგრძელდება.