ნინო წილოსანი და ბექა ნაცვლიშვილი მა პეიჰუას შეხვდნენ

ნინო წილოსანი და ბექა ნაცვლიშვილი მა პეიჰუას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ჩინეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, ნინო წილოსანი და ბექა ნაცვლიშვილი ჩინეთის პოლიტიკური სახალხო საკონსულტაციო საბჭოს ვიცე-სპიკერ მა პეიჰუას დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვდნენ. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან, როგორც გლობალური მნიშვნელობის სახელმწიფოსთან, ურთიერთობების გაღრმავება. „ურთიერთობების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ასევე „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის კუთხით თანამშრომლობა, რაც საშუალებას გვაძლევს სრულად იქნას გამოყენებული საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრადიციული სატრანზიტო დერეფნის პოტენციალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება ისეთ პრინციპულ საკითხებში, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.


შეხვედრაზე, სტუმარმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სანდო და საიმედო პარტნიორად განიხილავს.



მა პეიჰუამ, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესმა ინვესტორმა და სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს ოფიციალურმა პირმა,  მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.