გიორგი კვირიკაშვილი დაზვერვის სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს

გიორგი კვირიკაშვილი დაზვერვის სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაზვერვის სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს.

”დაზვერვის სამსახურს ვულოცავ პროფესიულ დღეს. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის პროფესიულად შესრულებისთვის, ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის. მათ ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიო მისია აკისრიათ ქვეყნის წინაშე, რადგან ძლიერი დაზვერვის სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განმსაზღვრელია.

ვუსურვებ ყველას წარმატებებს და ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოს სამსახურში”, - ნათქვამია პრემიერის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.