დელისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

დელისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

საბურთალოს რაიონში, დელისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.  სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.

დელისის ქუჩაზე იგება ასფალტის საფარის მეორე  ფენა, უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

აღნიშნულ მისამართზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად გამოცვალა.