ბოლო პერიოდშ არანაირ ბიზნეს აქტივობას არ ვახორციელებ, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნარჩემაშვილმა " საერთაშორისო გამჭვირვალბა-საქართველოს" ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც კობა ნარჩემაშვილმა აღნიშნა, დეკლარაციაში ყველაფერია ასახული.
"ჩემთვის ამ კვლევის შესახებ ცნობილი არ არის, მაგრამ ჩემს დეკლარაციაში ყველაფერი ასახულია და ასეთს ადგილი არ შეიძლება ჰქონოდა. ყველა აქტივი, რაც მომეპოვებოდა არა მარტო მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებს, დეკლარაციაში ასახულია და ამ ბოლო პერიოდში არანაირ ბიზნეს აქტივობას არ ვახორციელებ. შეიძლება შეცდომაა, კვლევა უნდა ვნახო", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" დღეს ანგარიში გამოაქვეყნა. ახალი ანგარიშის თანახმად, პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც.