ვაშინგტონი და სეული სამხრეთ კორეაში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განთავსებაზე მსჯელობენ

ვაშინგტონი და სეული სამხრეთ კორეაში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განთავსებაზე მსჯელობენ

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი აცხადებს, რომ ჩრდილოკორეული სარაკეტო-ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილ კონფლიქტში აშშ-ს ”სამხედრო ოფციების მთელი რიგი” აქვს.

”არსებობს ბევრი სამხედრო ოფცია, რომლებსაც ჩვენ მოკავშირეებთან შევათანხმებთ და გამოვიყენებთ, რათა ჩვენი საერთო ინტერესები დავიცვათ”, - განუცხადა მეტისმა ჟურნალისტებს.

პენტაგონის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, თუ რა ოფციებზეა საუბარი, მაგრამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებს იმ შემთხვევას, თუ სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. მან ასევე დაადასტურა, რომ ვაშინგტონი და სეული სამხრეთ კორეაში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განთავსებაზე მსჯელობენ.