აუცილებლად შევისწავლით, რამდენად ეფექტურად იხარჯება სახელმწიფოს სახსრები, იქნება ეს ვაშლები, მსხლები, თუ ნებისმიერი სხვა თემა

აუცილებლად შევისწავლით, რამდენად ეფექტურად იხარჯება სახელმწიფოს სახსრები, იქნება ეს ვაშლები, მსხლები, თუ ნებისმიერი სხვა თემა

აუცილებლად შევისწავლით, თუ რამდენად ეფექტურად იხარჯება სახელმწიფოს სახსრები, იქნება ეს ვაშლები, მსხლები, თუ ნებისმიერი სხვა თემა, - ამის შესახებ გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი მექვაბიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

უმცირესობის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ვაშლის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით ირაკლი მექვაბიშვილის პოზიციით დაინტერესდნენ.

„ეს კარგი კითხვაა. ეს არის ზუსტად ეფექტურობის აუდიტის როლის ამაღლების საკითხი. პირობას გაძლევთ, ყველა მსგავს თემას აუცილებლად შევისწავლით, თუ რამდენად ეფექტურად იხარჯება სახელმწიფო სახსრები, იქნება ეს ვაშლები, მსხლები თუ ნებისმიერი სხვა თემა“, - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდება, რამდენად მიზანშეწონილი იყო იმ თანხის გამოყოფა, რაც ტენდერით არის გათვალისწინებული და ასევე რამდენად ეფექტურია აღნიშნული ხარჯის გაწევა.

„ამას მოყვება ასევე მომყოლი ხარჯები. ჩვენი ამოცანა არის არა მარტო ფინანსური თემის ნახვა, არამედ ჯერ კონცეფციის და შინაარსის ნახვა, რომელსაც აუცილებლად ვნახავთ“, - აღნიშნა მექვაბიშვილმა.