თუკი პარლამენტი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ნდობას გამომიცხადებს, სამსახურის საქმიანობას თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანთ

თუკი პარლამენტი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ნდობას გამომიცხადებს, სამსახურის საქმიანობას თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანთ

თუკი პარლამენტი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ნდობას გამომიცხადებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე ვიზრუნებ - სამსახურის საქმიანობას თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანთ, - ამის შესახებ გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილი ირაკლი მექვაბიშვილი აცხადებს.

მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე საკუთარ გეგმებსა და ხედვებს ამ წუთებში საპარლამენტო უმცირესობის წევრებს აცნობს.

”ჩვენი საქმიანობა ოთხ ძირითად პრინციპზე იქნება აგებული. ეს არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა. სამსახური ტექნოლოგიურად უნდა განვითარდეს. მისი საქმიანობა უნდა იყოს პრევენციული ხასიათის და არა რაიმე სადამსჯელო სტრუქტურა. თუმცა, თუკი ვნახავთ, რომ კანონთან რაიმე შეუსაბამობაა, ამას ძალიან მყისიერი და ადეკვატური შეფასება და რეაგირება მოყვება. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩვენი რეკომედაციების საფუძველზე პარლამენტმა მოახდინოს რეაგირება და დაწესდეს მკაცრი მონიტორინგი ჩვენი რეკომენდაციების შესრულებაზე”, - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დასმულ კითხვაზე მექვაბიშვილმა აღნიშნა, რომ გენერალურ აუდიტორს აქვს საკადრო გადაწყვეტილებების მიღების უფლება, რასაც საჭიროების შემთხვევაში გააკეთებს. ამ კონტექსტში მეტი დაკონრეტებისგან მექვაბიშვილმა დღეს თავი შეიკავა.