მადონა რეჟისორის სკამზე

მადონა რეჟისორის სკამზე

ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა – მადონამ, დაახლოებით 4 წელია, რაც მომღერლის კარიერა რეჟისორის სკამზე გაცვალა და იგი თავის რიგით მეორე ფილმის გადაღებას აპირებს. მადონას პირველი ფილმი, რომელსაც “სიბინძურე და სიბრძნე“ ერქვა, ამერიკელი კინოკრიტიკოსების განსჯის საგანი გახდა და ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

თუმცა, მადონა ერთ ფილმზე არ გაჩერებულა და ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკვე დაწყებული აქვს მსახიობთა შერჩევა თავისი ახალი ფილმისათვის, რომელსაც ცოტა არ იყოს უცნაური სახელი – W.E. ერქმევა.

სხვა მსახიობებთან ერთად, ფილმში ერთ–ერთ მთავარ როლს მადონას 13 წლის ქალიშვილი – ლუდრესი ითამაშებს და მადონა აცხადებს, რომ მისი შვილის სასცენო გმირი ფილმში ყველაზე დადებითი პერსონაჟი იქნება.

ფილმის სიუჟეტი მე–19–ე საუკუნეში ვითარდება და დიდი ბრიტანეთის სამეფო კარსა და მის ინტრიგებს ეხება. ფილმის მთავარი ხაზი ინგლისის მეფის – ედუარდ მე–8–ს სასიყვარულო რომანია, ამერიკელ ქალთან.

როგორც მადონა ამბობს, ამჟამად ფილმისთვის მას უკვე ნაშოვნი აქვს 30 მილიონი დოლარი, თუმცა დაახლოებით 10 მილიონის შოვნის იმედიც აქვს. თუკი ფილმი მის იმედებს გაამართლებს, რეჟისორს სურს, რომ მთავარ როლების შემსრულებელ მსახიობებს: ები კორნიშის, რიჩარდ კოილის, ნატალი დორნერსა და სხვებს, ჰორონარის გარდა, პრემიებიც მისცეს.. მადონას გათვლებით, ფილმი ეკრანებზე 2011 წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს.