საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პარტია ”ახალი ძალები” ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
”დღეს, 12:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები მოქალაქეობის ჩამორთვების შესახებ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანების გასაჩივრების დეტალებს გაასაჯაროებენ”, - ნათქვამია პარტია ”ახალი ძალების” განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს 26 ივლისის ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის მიზეზად მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.