აუდიტის სამსახურში ”ქართული ოცნებისა” და ”ევროპული საქართველოს” შემომწირველების გამოკითხვა დღეს გაგრძელდება

აუდიტის სამსახურში ”ქართული ოცნებისა” და ”ევროპული საქართველოს” შემომწირველების გამოკითხვა დღეს გაგრძელდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ”ქართული ოცნებისა” და ”ევროპული საქართველოს” შემომწირველების გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, გუშინ გამოიკითხა ორი პირი.

”დღესაც გრძელდება პროცესი. გუშინ გამოიკითხა მხოლოდ რამდენიმე პირი. რამდენიმე პირმა პროცესის გადადება მოითხოვა და შესაბამისად, უახლოეს დღეებში გამოიკითხებიან ისინიც. გამოკითხვების პროცესი ამ კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ გვქონდა მიმდინარე ხელფასებზე ინფორმაცია, თუმცა ორივე გამოკითხულმა პირმა დაადასტურა, რომ გასულ პერიოდებში ჰქონდათ მაღალი ხელფასი, რაც, სავარაუდოდ, იძლეოდა შემოწირულების განხორციელების საშუალებას”, - განაცხადა აზნაურაშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ”ქართული ოცნებისა” და ”ევროპული საქართველოს” სულ 14 შემომწირველთან დაკავშირებით აქვს კითხვები. საუბარია მათი მხრიდან აგვისტოში განხორციელებულ შემოწირულებაზე.