გასული წლის დასასრულს ბრიტანულმა მას-მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ახლო წარსულში პოპულარული ჯგუფი „Spice Girls”-ის წევრები კვლავ გაერთიანებასა და დიდ სცენაზე დაბრუნებას აპირებენ.
ორი დღის წინ მუსიკოსებმა საგანგებო პრეს-კონფერენცია ჩაატარეს და განაცხადეს, რომ მაყურებლის წინაშე პირველად, ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე წარსდგებიან.
ამის შემდეგ ჯგუფი დიდ ბრიტანეთში საგასტროლო ტურნეში გაემგზავრება და ორი თვის განმავლობაში 15-მდე კონცერტს ჩაატარებს.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჯგუფი ქალაქ ლონდონში, მიუზიკლზე „Viva Forever” მუშაობას დაიწყებს. მისი პრემიერა მომავალი წლის დასაწყისშია დაგეგმილი.