შუახევის გამგებელი - ბოლო პერიოდში, საღამოს, მიუვალ ადგილებში ჩნდება ხანძარი, ერთი ხელწერაა, ვფიქრობ, ეს მიზანმიმართულად ხორციელდება

შუახევის გამგებელი - ბოლო პერიოდში, საღამოს, მიუვალ ადგილებში ჩნდება ხანძარი, ერთი ხელწერაა, ვფიქრობ, ეს მიზანმიმართულად ხორციელდება

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ განუცხადა. მისი თქმით, ხანძარი მიუვალ ადგილზე იყო და სახანძრო მანქანებმა მიახლოება ვერ შეძლეს. ტყეში გაჩენილი ხანძარი ადგილობრივებმა და მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს. ხანძარი 400 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. მთელი ღამის განმავლობაში ცოცხალი ძალა მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია. სოფელ დარჩიძეებთან ხანძარი გუშინ საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს. ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად ხორციელდება. ერთი ხელწერაა. ბოლო პერიოდში საღამოს, მიუვალ ადგილებში ჩნდება ხანძარი",- აცხადებს ტარიელ ებრალიძე.