სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება სავარაუდოდ, 29 სექტემბერს გაიმართება

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება სავარაუდოდ, 29 სექტემბერს გაიმართება

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარიზში, ავარაუდოდ, 29 სექტემბერს გაიმართება.

სწორედ 29 სექტემბერს არის დანიშნული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის შერჩევის კომიტეტის სხდომა. სხდომის დღის წერიგში ამ დროისთვის შეტანილია საქართველოდან და თურქეთიდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებთან ინტერვიუების საკითხი, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს დასადასტურებელია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოსტზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე ლალი ფაფიაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა და საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია არიან წარგენილი. კომიტეტი, სავარაუდოდ, ერთ არ ორ კანდიდატს შეარჩევს, რომელთაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პლენარულს სესიაზე უყრიან კენჭს.