„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ედპ-სა და შოთა მალაშხიას პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ედპ-სა და შოთა მალაშხიას პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ბლოკის სახით მიიღებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიაში განუცხადეს, ბლოკში ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ”საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული” პარტია, რომელსაც შოთა მალაშხია თავმჯდომარეობს და ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, რომლის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაა.

ცნობისთვის, შოთა მალაშხიას პარტიასთან ერთად ”ნაციონალური მოძრაობა” წინა სხვა არჩევნებშიც ქმნიდა საარჩევნო ბლოკს. ამ თვალსაზრისით გამონაკლისი მხოლოდ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, სადაც ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად პარტია ”ევროპული საქართველო” მონაწილეობდა.