იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

უკრაინული პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტიკოსმა ტელეკომპანია „ნიუსვანის“ ეთერში განაცხადა.

ტიმოშნეკოს თქმით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მხარდასაჭერად პოლონეთში მიემგზავრება.

„აუცილებლად დავუჭერ მხარს მიხეილ სააკაშვილს. 10 სექტემბერს იგი მშვიდობიანად მოსვლას და წერილის წარდგენას გეგმავს. დასაბუთებით, რომ მას აქვს უკრაინაში ცხოვრების უფლება. მაშინაც კი, თუ მას მოქალაქეობა ჩამოართვეს. სააკაშვილს აქვს უფლება წავიდეს სასამართლოში და საქმე გაარკვიოს: სამართლიანად ჩამოართვეს თუ არა მოქალაქეობა. მე მსურს ვიყო მის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები ვართ“ - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მცდელობა, პოლიტიკური რეპრესიებია.