თუ მიხეილ სააკაშვილი თავისი ნებით გამოცხადდება, გაცილებით უკეთესი იქნება

თუ მიხეილ სააკაშვილი თავისი ნებით გამოცხადდება, გაცილებით უკეთესი იქნება

თუ მიხეილ სააკაშვილი თავისი ნებით გამოცხადდება, გაცილებით უკეთესი იქნება, - ასე უპასუხა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა შეკითხვას იმის შესახებ, ელოდება თუ არა ოფიციალური თბილისი საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას უკრაინის მხრიდან.

სუბარის თქმით, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს ადრე თუ გვიან დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა.

“4 სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული და ოთხივეზე მიდის გამოძიება. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ როცა ადამიანი, რომელზეც მიდის გამოძიება და სასამართლოში მიდის პროცესი, თავად დაესწრება პროცესს. ეს უკეთესია მისი დაცვისთვისაც, გამოძიებისთვისაც და კითხვებსაც გაეცემა პასუხები. ასე რომ, თუ გამოცხადდება თავისი ნებით, ეს იქნება გაცილებით უკეთესი იმისთვის, რომ სამართლიანობა იყოს და სასამართლო იყოს სამართლიანი. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანზე არის საქმე აღძრული და მის მიმართ არის გამოცხადებული ძებნა, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და ამაში განსაკუთრებული არაფერია“, - განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის დააკვებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა.