საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს შენიშვნები

საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს შენიშვნები

საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს შენიშვნები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის ძირითადი ამოცანა და ფუნქციაა, სხვადასხვა ქვეყნებს სამართლებრივ საკითხებზე რჩევები მისცეს.

,,ვენეციის კომისიის ფუნქცია და ამოცანები არის ჩამოაყალიბოს და რჩევები მისცეს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ამა თუ იმ მხარეს, იქნება ეს საქართველო თუ სხვა ნებისმიერი ქვეყანა. მოველი, რომ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს შენიშვნები. რასაკვირველია ველოდები იმას, რასაც ჩვენ მუდმივად ვამბობთ და გვსურს. ეს არის კონსენსუსის საჭიროება ჩვენს ქვეყანაში. თუკი ეს კონსენსუსი არ მიიღწევა, ეს ყოფილა ის რეალობა, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ და აქედან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. რასაკვირველია, კონსესუსი ის თემაა, რომლის არ მიღწევა ნამდვილად არ შეიძლება“, -განცხადა გია ვოლსკიმ.