ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენს პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ მათი სტრატეგია პირდაპირ მორგებულია ოთხპუნქტიანი გეგმის დღის წესრიგზე

ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენს პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ მათი სტრატეგია პირდაპირ მორგებულია ოთხპუნქტიანი გეგმის დღის წესრიგზე

მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენს პოლიტიკას და ამის გამოხატულება გახლავთ სწორედ ის, რომ მათი სტრატეგია არის პირდაპირ მორგებული ოთხპუნქტიანი გეგმის დღის წესრიგზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტის, სუმა ჩაკრაბარტის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენ მიერ აღებულ პოლიტიკას და ამის გამოხატულება გახლავთ სწორედ ის, რომ მათი სტრატეგია არის პირდაპირ მორგებული ოთხპუნქტიანი გეგმის დღის წესრიგზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩაკრაბატიმ გააჟღერა გზავნილები, რომლებიც ეხება საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს და დაადასტურა, რომ საქართველო გადააჭარბებს ევრობანკის მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს, რაც მნიშვნელოვანია. ასევე გზავნილები, რომლებიც ეხება საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში, რომელიც ბოლო წლებში გაუმჯობესდა, არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ისეთ პიროვნების მხრიდან, რომელსაც საინტვესტიციო სამყარო ყურადღებით უსმენს. კიდევ მადლობა ევრობანკის პრეზიდენტს, საქართველოში ვიზიტისათვის, მთლიანად ამ გუნდს საქართველოს განვითარების მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.