საზოგადოება ელოდება ჩვენ -  პარლამენტისგან ცოტა უფრო მეტი ქმედით ნაბიჯებს

საზოგადოება ელოდება ჩვენ - პარლამენტისგან ცოტა უფრო მეტი ქმედით ნაბიჯებს

მოგესალმებით, ყველას გილოცავთ სესიის დაწყებას. იმედი მქონდა, რომ ეს სესია დაიწყებოდა სხვა ტონით და სხვა ტონალობით, და არა მხოლოდ მუდმივი პაექრობით, რომელმაც თავი დაამახსოვრა საზოგადოებას და საზოგადოება ელოდება ჩვენ -  პარლამენტისგან ცოტა უფრო მეტი ქმედით ნაბიჯებს.

მე პირადად ამ გამოსვლების დროს ორ საკითხზე გავამახვილო ყურადღება: ვიმყოფებოდი ამ ზაფხულს სამეგრელოში და პირადად გავეცანი იმ პრობლემას, რომელზეც აქ უკვე იყო საუბარი, მაგრამ მე დავპირდი იმ ადამიანებს, რომ მეც აქ მოვიტანდი მათ სიტყვას. ნამდვილად,  შეიძლება საუბარი იყოს აქ კატასტროფაზე, საუბარია აზიური ფაროსანას გავრცელებაზე არა მხოლოდ სამეგრელოში, მაგრამ უკვე გორში, იმერეთშიც ამისი ნიშნები არსებობს. მე დავინტერესდი ამ საკითხით და გავიგე, ზომებიც არის მიღებული, პირველი შეწამვლაც მოხდა, და თვით სამინისტროც დაინტერესდა და საერთაშორისო კონვენციებთან ამ საკითხზე შედგა შეხვედრები. ანუ, ვერ ვიტყვით, რომ არაფერი არ კეთდება, მაგრამ მგონი, რომ საკითხი ვრცელდება და არის უფრო სერიოზული და მოითხოვს უფრო კიდევ სერიოზულ ზომებს, სტრატეგიას, რომელიც უნდა იყოს გლობალური. საჭიროა, რომ მოსახლეობა იყოს უფრო კარგად ინფორმირებული თუ თვითონ რა უნდა გააკეთოს. ისიც გავიგე, რომ ამ მავნებელთან ბრძოლაში თვით საერთაშორისო მეგობრობას ჯერ ისეთი გამოცდილება არ გააჩნია, ეს მუშავდება დღეს და ამიტომ აქ ლაპარაკი არ არის, არც ვინ არის დამნაშავე ან ვინ დავადანაშაულოთ, არამედ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს არ გადაიქცეს ძალიან სერიოზულ სოციალურ პრობლემად და ამისი ნიშნები უკვე არსებობს. იმ დროს, როცა სამეგრელოში სწორედ თხილის შემოსავლის საფუძველზე იგრძნობოდა ბოლო წლებში წინსვლა და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი რეგიონისთვის.

მეორე საკითხი, რომელიც  მინდა აქ კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ესეც ეხება სამეგრელოს, ანაკლიას და ჯემფესტს. იქ ის შემზარავი შემთხვევები, რაც მოხდა და რაზედაც დაიწყო გამოძიება, უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული. მე არ ვლაპარაკობ აქ ფინანსურ გამოძიებაზე, რომელიც არის მეორად ჩემი აზრით იმასთან დაკავშირებით თუ რაც ხდებოდა იქ - გავრცელებული ნარკოტიკები, და როცა მთელმა რეგიონმა, ქალაქმა ზუგდიდმა და ადგილობრივებმა ყველამ იცის, რომ თავისუფლად ვრცელდებოდა ნარკოტიკები და ბიონარკოტიკები იმ ადგილას, მე ვსვამ საკითხს, თუ რა იყო პასუხისმგებლობა, კონტრაქტით რა იყო დაკისრებული ორგანიზატორებზე და მათ შეასრულეს თუ არა და რატომ სამართალდამცავმა ორგანოებმა არ იციან ის, რაც იცის მთელმა ადგილობრივმა საზოგადოებამ. ეს არის ძალიან სერიოზული კითხვა იმ დროს, როცა პარლამენტმა  .... (მიკროფონი გამოირთო და ხმა აღარ ისმის)