"გაოცებული ვარ რამდენად დიდია ბატონი სერგოს შესაძლებლობები დემაგოგიაში"

მინდა განცხადება გავაკეთო კონსტიტუციასთან დაკავშირებით და გამოვეხმაურო ბატონი სერგოს განცხადებას. გაოცებული ვარ რამდენად დიდია ბატონი სერგოს შესაძლებლობები დემაგოგიაში.

ვხედავ, რომ ოპოზიცია მზადაა თქვას ათასი სისულელე, ათასი აბსურდი რომ თავიდან აიცილოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომელიც მათ დიალოგის ვერ გაგრძელების და კონსენსუსის არ არსებობისთვის ეკისრებათ. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ოპოზიციის მიზანი  არასდროს ყოფილა შეთანხმებისკენ კონსენსუსისკენ სწრაფვა. ასე რომ ყოფილიყო, ის ზოგიერთი პარტია, რომელთაც 2010 წელს კონსტიტუციის სრულიად უვარგის ტექსტს დაუჭირეს მხარი, არ გაუჭირდებოდათ ამ კარგი გამართული, კონსტიტუციური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული ტექსტის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას, პარლამენტს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ოპოზიციის ამოცანა გამოცხადებული და გაცხადებული სრულიად     ვექტორი და მიზანი იყო, რომ არ ყოფილიყო კონსესუსი, არ ყოფილიყო შეთანხმება.

ბატონმა სერგომ შესანიშნავად იცის, რომ ჩვენ რამდენიმე თვის მანძილზე ველოდით ოპოზიციისგან განესაზღვრათ და გამოეგზავნათ საკითხები, რომელიც მათი აზრით იყო მნიშვნელოვანი დიალოგისთვის, კონსესუსისთვის, შეთანხმებისთვის, მაგრამ საბოლოოდ ოპოზიციამ გამოგვიგზავნა ოთხი    ულტიმატუმი და ოთხივე უკავშირდებოდა იმას, თუ მათი პარტიებიდან, რამდენი ადამიანი და როგორ მოხვდებოდა შემდეგ პარლამენტში და რა თქმა უნდა ეს იყო სრულიად არასერიოზული და არასაკმარისი პირობა იმისთვის, რომ გაგრძელებულიყო დისკუსია და დიალოგი. რა თქმა უნდა ამის გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ხელისუფლების როლი კონსესუსის არარსებობაში არის ნულოვანი. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ გააგრძელა დესტრუქციული პოლიტიკა, რომელიც ჯერ კიდევ კომისიაში დაიწყეთ თქვენ და რომლის მიზანი ყველამ ერთად ვნახეთ ეს იყო კარის გაჯახუნების პრინციპით კომისიის დატოვების სურვილი. დღეს ოპოზიცია ხედავს, რომ კონსტიტუციის ტექსტში  კრიტიკის საფუძველი არ არსებობს, იმიტომ, რომ კონსტიტუციის ყველაზე მაღალავტორიტეტულმა შემფასებელმა - ვენეციის კომისიამ და თქვენ მოახდინეთ გაყალბება ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ციტატის. ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს არის კარგი ტექსტი, ამიტომ ტექსტთან დაკავშირებით თქვენ კრიტიკული განცხადების საფუძველი არ გაქვთ. ამიტომ საკუთარი გაჯიუტებით, ცდილობთ შექმნათ კრიტიკის მიზეზი, იმისთვის, რომ კონსესუსი არ შეიქმნა და ვერ უზრუნველყავით.   ვერ უზრუნველყავით თქვენი არმონაწილეობით.  აქვე მე მოვიყვან ძალიან ცხად მაგალითს როდესაც ვლაპარაკობ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე. რომ არასდროს გსურდათ კონსესუსი, რომ არასდროს გსურდათ დიალოგი, რომ არასდროს გსურდათ შეთანხმება. დღეს თქვენ ამბობთ, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც მხარს თქვენ არ უჭერთ კონსტიტუციას არის ის, რომ 2020 წელს ჩვენ არ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. მე შევახსენებ საზოგადოებას. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასასრულს, პროექტში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ეწერა, რომ ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. არც 2020 და არც 2024 წელი პროექტში არ ეწერა. არამედ ეწერა, რომ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ამის მიუხედავად თქვენ მაინც გამოუცხადეთ ბოიკოტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, დატოვეთ კომისია, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყველა ვარიანტში გეგმავდით დესტრუქციის გზით სიარულს, კონსესუსის ჩაშლას,  მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების შესაძლებლობების ჩაშლას. ოპოზიციას აქვს გამოცხადებული ომი კონსტიტუციის წინააღმდეგ, თუმცა გავა წლები და არავის აღარ ემახსოვრება რომელი ოპოზიციური პარტია გაჯიუტდა და გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ არ ყოფილიყო კონსესუსი, მაგრამ ყველა თაობას შეეძლება ნახოს ტექსტი კონსტიტუციისა, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ, რომელიც არის ფორმირებული დემოკრატიის გაძლიერების ნიშნით და რომელიც ეფუძნება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.