ბექა ბასილაია:  პროკურატურა მიხეილ სააკაშვილი ღია დევნაზეა გადასული

ბექა ბასილაია: პროკურატურა მიხეილ სააკაშვილი ღია დევნაზეა გადასული

"ეს პროცესი სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასულია და პროკურატურა მიხეილ სააკაშვილი ღია დევნაზეა გადასული", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა მას შემდეგ განაცხადა, რაც საქართველომ უკრაინის პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა.

ადვოკატი პოლიტიკური დევნის ერთ-ერთ საფუძვლად სავარაუდოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილისა და რუსი პრანკერების ჩანაწერი ასახელებს.

„პოროშენკოს მთავრობა და ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა, ეს ორი წარმონაქმნი ერთმანეთთან თანამშრომლობენ. შესაბამისად, ჩვენ არ გვიკვირს, რომ მაინცდამაინც ახლა გაიგზავნა ექსტრადიციის მოთხოვნა უკრაინაში, იმიტომ, რომ ეს ცალსახად უკავშირდება 10 სექტემბერს და არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცედურებთან", - განაცხადა ბექა ბასილიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა უკვე მესამედ დააყენა.