საქართველოს პროკურატურამ გარანტია მისცა უკრაინის გენერალურ პროკურატურას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნის მიზანი მის მიმართ პოლიტიკური მოტივით დევნა არ არის, - ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე სერგეი პეტუხოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქართული მხარისგან გარანტიები მიიღო, რომ პირი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ დანაშაულზე, რომელიც ექსტრადირების მოთხოვნაში ჩამოთვლილი არ არის. ასევე უკრაინის თანხმობის გარეშე ის არ იქნება გადაცემული მესამე სახელმწიფოსთვის და მასთან მიმართებაში დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები“, - განაცხადა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მოადგილემ.
მისი თქმით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ქართული მხარის მოთხოვნას და შესაბამის დოკუმენტებს საექსტრადიციო გამოკვლევისთვის უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აგზავნის.