რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება უკრაინაში სიტუაციას გაამწვავებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „ბრიქსის“ სამიტზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება აშშ-ის სუვერენული უფლებაა, თუმცა აღნიშნული ხელს არ შეუწყობს სიტუაციის დარეგულირებას.
„აშშ-ის სუვერენული უფლებაა, გაყიდონ ან მიაწოდონ შეიარაღება უფასოდ. ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენთ ამ პროცესზე, მაგრამ არსებობს საერთაშორისო წესები და მიდგომები. კონფლიქტის ზონაში იარაღის მიწოდება ხელს არ უწყობს სიტუაციის დარეგულირებას. პირიქით, ამწვავებს სიტუაციას“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.