ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი A-WEB-თან

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი A-WEB-თან

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მსოფლიო საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციასთან (A-WEB) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელს აწერენ თამარ ჟვანიადა А-WEB-ის გენერალური მდივანი კიმიონგ-ჰი. მემორანდუმის საფუძველზე მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების მიმართულებით.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში А-WEB-ის წარმომადგენლებთან რამდენიმე დღიანი შეხვედრები მიმდინარეობს. ცესკოს წევრები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებიხ მის დათვლის ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, ასევე ხმის და თვლის ელექტრონული მოწყობილობების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციის პროექტების დირექტორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელმა და პროექტების მენეჯერმა უბნებზე ხმის დათვლის ოპტიკური სკანერის შესახებ  (Precinct Count Optical Scanner) პრეზენტაციაც გამართეს. დელეგაციის წევრებმა ოპტიკური სკანირების მეშვეობით ხმის დათვლის უპირატესობებზე ისაუბრეს. მათ შეხვედრის მონაწილეებს აჩვენეს ყველა ის ფუნქცია, რომელიც სკანირების აპარატს გააჩნია. ხმის დათვლის აპარატი შედგება სკანერისა და საარჩევნო ყუთისგან, სადაც ბიულეტენები თავსდება, რის შემდეგაც ხდება მონაცემების სკანირება და ხმების ავტომატურად დათვლა.

სამუშაო შეხვედრები დღეს დასრულდება.