დღეს, საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. თუმცა, სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში გამოიდარებს და საქართველოს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
"პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოდან აცნობეს, რომ 21 აგვისტოდან დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთში კი - 34-36 გრადუსამდე.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა 33-35 გრადუსი იქნება.
19 აგვისტოს საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 1961 წელს +38.8 გრადუსი დაფიქსირდა, მინიმალური - 1883 წელს +11.5 გრადუსი.