ძლიერი ხანძარი თბილისში - ისნის ბაზრობა დაიწვა

ძლიერი ხანძარი თბილისში - ისნის ბაზრობა დაიწვა

ისნის ბაზრობაზე, ე.წ. დაშლილების ტერიტორიაზე, სადაც ავტომობილის ნაწილებს ყიდიან, ძლიერი ხანძარი იყო. ბაზრობაზე ცეცხლი დაახლოებით, დილის 04:00 საათზე გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო 20-მდე სახანძრო ბრიგადა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძრი უკვე ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად დაახლოებით, 1200 კვმ ფართობი და 15-მდე მაღაზია დაიწვა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.