ფინეთში მომხდარი სროლების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

ფინეთში მომხდარი სროლების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

ფინეთში, ქალაქ ტურკუში მომხდარი სროლების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ექვსმა კი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. 

როგორც ცნობილია, პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. ადგილობრივი პოლიციის „ტვიტერის“ გვერდზე წერია, რომ სამართალდამცავებმა ბრალდებული ფეხში დაჭრეს, თუმცა მის ვინაობას პოლიცია არ ასაჯაროებს. 

ჯერჯერობით მომხდარს ტერორიზმის კვალიფიკაცია არ მინიჭებია. თვითმხილველების განცხადებით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.