დიალოგი გაგრძელდება და გვჯერა, მომავალში ჩვენ ყველანი, არაერთხელ გამოვიყენებთ ამ ფორმატს მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის და შეთანხმებისთვის

დიალოგი გაგრძელდება და გვჯერა, მომავალში ჩვენ ყველანი, არაერთხელ გამოვიყენებთ ამ ფორმატს მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის და შეთანხმებისთვის

დიალოგი გაგრძელდება და გვჯერა, მომავალში ჩვენ ყველანი, არაერთხელ გამოვიყენებთ ამ ფორმატს მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის და შეთანხმებისთვის, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, სადაც საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებზე საუბრისას, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს  საკუთარი პოზიციების გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

„დღეს შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის,სადაც განვიხილეთ საკონსტიტუციო რეფორმის საკვანძო საკითხები.

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ ჩვენთან საკუთარი პოზიციების გამოხატვის შესაძლებლობა.

მათ ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნების მოდელზე, პრეზიდენტის არჩევის წესზე, საარჩევნო ბარიერზე და სხვა საკითხებზე. 
ცნობილია პრინციპები, რომელსაც ჩვენ ვუჭერთმხარს - ეს არის კლასიკური საპარლამენტო მმართველობა ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით დაზეპარტიული პრეზიდენტით",-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს სთხოვა უახლოეს დღეებში წერილობით მიაწოდონ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაში ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და შესაბამისად, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც, ცვლილებებს ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა. 

„ამ საკითხებს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ მმართველ გუნდში, ჩამოყალიბდება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიების პოზიცია და უახლოეს პერიოდში შედგება კიდევ ერთი შეხვედრა ოპოზიციასთან",- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.