ქალი, რომელიც გუშინ ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს გადაურჩა, თავის დროს ლონდონში „ლონდონ ბრიჯზე“ და პარიზში მომხდარ ტერაქტებსაც გადაურჩა.
26 წლის ჯულია მონაკო მეგობრებთან ერთად სავაჭროდ იმყოფებოდა, როდესაც ფურგონი რამბლას ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ეს ავსტრალიელი ტურისტი ქალისთვის მესამე ტერაქტი იყო წელს, ევროპაში მოგზაურობისას.
ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა, 130-მდე კი დაშავდა. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.