ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის დუმის წევრი საქართველოში არ შემოუშვეს

ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის დუმის წევრი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი, იგორ მარტინოვი ქართველმა მესაზღვრეებმა სომხეთ-საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს.

როგორც "ნეტგაზეთი" იუწყება, დუმის დეპუტატის ცნობით, ის ოჯახთან ერთად საქართველოში 2017 წლის 7 აგვისტოს ათი დღით ჩამოვიდა. საქართველოდან კი სომხეთში გაემგზავრა. სომხეთიდან ისევ საქართველოში დაბრუნების დროს კი “სადახლოს” გამშვებ პუნქზე პრობლემა შეექმნა – საქართველოში მარტინოვი აღარ შეუშვეს. შესაბამისად, მას სომხეთში დაბრუნება და იქიდან რუსეთში თვითმფრინავით დაბრუნება მოუწია.

რუსული მედიის ინფორმაციით, იგორ მარტინოვმა 2015 წელს ცხინვალში ვიზიტისა და იქ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრის გამო”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონი დაარღვია და მისი ქვეყნიდან გაბრუნების მიზეზიც სწორედ ესაა.