აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის იარაღის შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის იარაღის შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. ტილერსონის უწყების მიერ გამოქვეყნებულ სიაში 16 დასახელების აღჭურვილობაა ჩამოთვლილი, მათ შორის, დამცავი საშუალებები, გლოკის სასწავლო პისტოლეტები და ტყვიები. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი 22 აგვისტომდე უნდა შეიტანონ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ უკრაინამ აშშ-სგან ყუმბარმტყორცნები და სნაიპერული შაშხანები შეიძინა.