აშშ რუსეთის მიერ კონტრსანქციების ფარგლებში, დიპლომატიური პერსონალის 755 ადამიანით შემცირებას „გაუმართლებელ ზომად“ მიიჩნევს

აშშ რუსეთის მიერ კონტრსანქციების ფარგლებში, დიპლომატიური პერსონალის 755 ადამიანით შემცირებას „გაუმართლებელ ზომად“ მიიჩნევს

აშშ რუსეთის მიერ კონტრსანქციების ფარგლებში დიპლომატიური პერსონალის 755 ადამიანით შემცირებას „გაუმართლებელ ზომად“ მიიჩნევს.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.

„ჩვენ ახლა ვფიქრობთ რუსეთის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს და თუ როგორ ვუპასუხებთ. ამ მომენტში სხვა კომენტარებს არ ვაკეთებთ“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ Washington Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად იმედგაცრუებულია და აპროტესტებს რუსეთის მიერ მიღებულ ზომას.

შეგახსენებთ, აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების ფარგლებში რუსეთი აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს 755 ადამიანით შეამცირებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ეხება რუსეთში მომუშავე როგორც დიპლომატებს, ასევე ტექნიკურ პერსონალს.