დეპუტატის თქმით, მერის არჩევნებში კახი კალაძის უპირობო გამარჯვების წინაპირობა სახეზეა

დეპუტატის თქმით, მერის არჩევნებში კახი კალაძის უპირობო გამარჯვების წინაპირობა სახეზეა

უმრავლესობის დეპუტატის ზაზა გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად NDI-ის თბილისის ოფისის მიერ დაქირავებული კვლევითი ორგანიზაციების ტენდენციური დამოკიდებულებისა, კვლევაში გამოჩნდა რომ ქართული ოცნება ყველა კომპონენტში ლიდერია.

“მიუხედავად NDI-ის თბილისის ოფისის მიერ დაქირავებული კვლევითი ორგანიზაციების ტენდენციური დამოკიდებულებისა ჩვენს მიმართ, კვლევაში გამოჩნდა რომ ქართული ოცნება ყველა კომპონენტში ლიდერია

მათ შორის წინამდებარე არჩევნებში თბილისში ამ კვლევითაც კი, კახი კალაძის უპირობო გამარჯვების წინაპირობა სახეზეა

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ NDI-ს თბილისის ოფისის მიერ დაქირავებული კვლევითი ორგანიზაციები საშუალოდ 25-30%-ით ნაკლებ შედეგს გვიწერენ, დავინახავთ რომ 2016 წლის არჩევნებზე მიღებული ქართულ ოცნების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზრდილია“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.