სოფო კილაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან გასვლით შეხვედრებს აგრძელებს

სოფო კილაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან გასვლით შეხვედრებს აგრძელებს

მაჟორიტარი დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  სოფო კილაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან გასვლით შეხვედრებს აგრძელებს.  დეპუტატი თავის ამომრჩევლებს თოდრიას, კობალაძისა და ლოტკინის მთის ქუჩებზე  შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე, დეტალურად გაეცნო. მაჟორიტარმა, ასევე, ჩააბარა ანგარიში იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ის ეწევა.

„მაჟორიტარი ხალხთან უნდა იყოს ძალიან ახლოს. აუცილებელია, ადგილზე გავეცნოთ მათ პრობლემებს, მათგან მოვისმინოთ რა აწუხებთ და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ. ასვე, ვფიქრობ, აუცილებელია საუბარი იმაზე, თუ რას აკეთებს ხელისუფლება, კონკრეტული მაჟორიტარი, რა სირთულეები და გამოწვევები გვაქვს და რას ვგეგმავთ მომავალში. ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ის, ვისაც არჩევნებზე ნდობა გამოუცხადეს, მათ გვერდითაა. ამას ყველაზე მეტად პირადი კონტაქტის დროს აცნობიერებს ადამიანი.", აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

მოსახლეობამ მაჟორიტარ დეპუტატს   დასაქმების მიმართულებით დახმარება, წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარება, გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ქუჩის სახელწოდების შეცვლა სთხოვა.

სოფო კილაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად.

„რამდენიმე ქუჩაზე გამოიკვეთა გზის დაგების საჭიროება, რაც მომდევნო წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება ასახული. ასევე, მოსახლეობას ვუშუამდგომლებთ GWP-სთან წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეკეთებისათვის ", - განაცხადა სოფო კილაძემ.