პრემიერმა ისრაელში ვიზიტს ნაყოფიერი უწოდა

პრემიერმა ისრაელში ვიზიტს ნაყოფიერი უწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ისრაელში ვიზიტი ნაყოფიერი იყო, ამიტომ ორ ქვეყანას ურთიერთობის განვითარების ახალ ბიძგს მისცემს.

ამის შესახებ კვირიკასვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემერმა აღნიშნა, რომ შემოდგომაზე საქართველოში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა შედგება.

"ისრაელში ძალიან მნიშვნელოვანი შედგა. შეხვედრა გვქონდა ისრაელის პრემიერ-მინისრტრთან ბენიემინ ნეთანიაჰუსთან, ასევე პრეზიდენტთან რუვენ რივლინისთან. გაიმართა, ასევე სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები იერუსალიმისა და პალესტინის პატრიარქთან თეოფილოს მესამესთან, ვფიქრობთ, რომ ამ ვიზიტს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოყვება. ჩვენ გვქონდა საუბარი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ისრაელმა, შეძლო დროის მოკლე მონაკვეთში აეშენებინა ძლიერი სახელმწიფო, რაც მაგალითია. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა. შემოდგომაზე შედგება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა საქართველოში, ასევე მე დავპატიჟე ისრაელის პრემიერ-მინისტრი საქართველოში. ის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია და მისი ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. დაპატიჯება მიღებულია. ასევე შეხვედრა გავმართეთ ქართველ ებრაელებთან. ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იყო, რომელიც სრულიად ახალ ბიძგს მისცემს ურთიერთობების განვითარებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისრაელის პრემიერთან და პრეზიდენტთან შეხვედრა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართა.