პრემიერის თქმით, საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია

პრემიერის თქმით, საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ეს ვიზიტი გახლავთ კიდევ ერთი ძალიან დიდი დადასტურება აშშ-ის მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. ის, რომ ჩვენ ძალიან მოკლე დროში, ძალიან მჭიდრო ურთიერთობები დავამყარეთ ახალ ადმინისტრაციასთან, უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით.

საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტი 31 ივლისს და 1-ელ აგვისტოს შედგება.